პროექტის პორტფოლიო დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი იყო იმიტომ ,რომ ეს იყო ჩვენი და ჩვენი ტრენერის შრომის შეჯამების დღე.მიუხედავად იმისა,რომ გამოიკვეთა რამოდენიმე პრობლემა,რომელსაც ნაკლები წარმატებით გავართვი თავი,მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და ამისთვის პირველ რიგში დიდი მადლობა გვანცას და "INTEL"-ს. შემაჯამებელ მეცადინეობაზე მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,განვიხილეთ ჯგუფის სხვა წევრების პროექტები და რაც ყველაზე მთავარია გავაანალიზეთ,თუ რაოდენ დიდი როლი შეიძლება ითამაშოს მიღებულმა ცოდნამ ჩვენს შემდგომ მუშაობაში და ზოგადად, პროფესიულ სრულყოფაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
ტერნინგის მეორე დღეს იდეის დონეზე წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები და ერთმანეთის მაგალითზე განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტის სწორად დაგეგმვა. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მივედით იმ დასკვნამდე ,რომ პროექტი უნდა შეიცავდეს გარკვეულ კომპონენტებს და მათი გათვალისწინება აუცილებელია სასწავლო პროცესში ამ ხერხით მუშაობის დროს.
უმნიშვნელოვანესი დღე იყო იმ მნიიშვნელობით რომ ფაქტიურად მოხდა შეჯამება მიღებული ცოდნისა, რომლის დემონსტრირების წინ ძალიან ვღელავ და განვიცდი ხვალინდელ დღეს...მაინც რა უბედურებაა ეს შავი და თეთრი ოპონენტებიი?!
Comments
Post a Comment